საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

იმერეთის ეკონომიკური პერსპექტივები და რეგიონში განხორციელებული პროექტები

2015-04-24

პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას.

1   2

3   4

5  6

საქართველოს მთავრობამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

წარმატებით შესრულდა 3 534 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის - გზების 1 242 პროექტი; სასმელი წყლის 502 პროექტი; გარე განათების 413 პროექტი; ხიდების 150 პროექტი; სპორტული ობიექტები, საკანალიზაციო, სანიაღვრე, სადრენაჟო, ნაპირსამაგრი და სხვა დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაციის 1 227 პროექტი; კეთილმოეწყო საჩხერის, სამტრედიის, თერჯოლის და ქუთაისის ნაგავსაყრელები.

დასრულდა ჭიათურის, ბაღდათის, ზესტაფონის, წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; გაიხსნა ქუთაისის შემოვლითი 32-კმ-იანი ახალი გზა, რაც მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთითა და 6 კმ-ით ამცირებს; მიმდინარეობს სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობა; დაიწყო 10-წლიანი პროექტი „წყალტუბო-სპა კურორტის რეაბილიტაცია და განვითარება"; დაიწყო წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი - სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 7 ობიექტზე მიმდინარეობს; შენდება ტურისტული ობიექტები; მიმდინარეობს „ცივი" ტბისა და ცენტრალური პარკის გზების, ბილიკებისა და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია; ცენტრალური პარკის, წრიული გზისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე განახლდება გარე განათება; რეაბილიტირდება წყალტუბოს წრიული გზის სანიაღვრე სისტემა და გზის საფარი; გამწვანდება და მოეწყობა ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ტერიტორია, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა; მოხდება საკრებულოს და რკინიგზის შენობის აღდგენა და შეკეთდება საფეხმავლო ხიდები; მიმდინარეობს წყალტუბოს გამგეობისა და თეატრის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2015 წელს დასრულდება.

უკვე დასრულდა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია; "ცივი ტბისა" და ტბიდან გამყვანი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტების საერთო ღირებულება 37 მილიონ ლარს აჭარბებს და სამუშაოებზე, ჯამში, საქართველოს 170 მოქალაქე დასაქმდა.

რეგიონში დაფინანსდა და ქონება გადაეცა 12 საწარმოს; გადაიარაღდა 50 საწარმო; შეიქმნა 72 კოოპერატივი; წყალუზრუნველყოფილია 2 100 ჰა მიწის ფართობი; გაიწმინდა 295 კმ სამელიორაციო არხი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაშველისა და ვარციხის სათავე ნაგებობებს, ხოდაბუნის სარწყავ სისტემას.
განათლების სამინისტრომ იმერეთში 355 სკოლისა და 1 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია განახორციელა; აშენდა სკოლა სოფელ სადგურ სვირში; აშენდა 22 ბაგა-ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 111 ბაგა-ბაღს. 2015 წლისთვის დაგეგმილია, 2 ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ ზედა ვანში და ტყიბულში; 2 სკოლის პროექტირება; 52 სკოლის და 1 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია; 25 სამედიცინო კაბინეტის მოწყობა.

ჯანდაცვის სამინისტრომ იმერეთის რეგიონს სასწრაფო დახმარების 36 ახალი ავტომანქანა გადასცა, გაიხსნა 13 ახალი ამბულატორია; ხარაგაულში იწყება ახალი 15-საწოლიანი კლინიკის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება; საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში რეგიონში დაზღვეულია 496 394 ადამიანი; 214 სოფლის ექიმსა და 245 სოფლის ექთანს გაეზარდა დაფინანსება; სოციალურ დახმარებას იღებს 24 968 ოჯახი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში იმერეთის რეგიონში 178-მდე ოჯახმა მიიღო დახმარება; შშმ პირებისთვის გაიცა 1036 ერთეული დამხმარე საშუალება; დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფულად დახმარებას იღებს 1 046 ბავშვი.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საცხოვრებელი ფართი გადასცა 654 დევნილი ოჯახს, ხოლო დაუკანონა - 600 დევნილ ოჯახს; „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში შეძენილია 47 სახლი დევნილი ოჯახებისთვის; სოციალური პაკეტით ისარგებლა 11 342-მა ოჯახმა; მიმდინარე წლის ბოლომდე გარემონტებულ ბინას 161 დევნილი ოჯახი მიიღებს; იწყება მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა ქუთაისში 2 000 დევნილი ოჯახისთვის.
ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 26 400 აბონენტს; გაზიფიცირდა 22 740 აბონენტი; ელექტრიფიცირდა 2 უშუქო სოფელი.
იუსტიციის სამინისტრომ რეგიონში 4 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა; ხოლო 2015 წელს 3 საზოგადებრივი ცენტრის გახსნა იგეგმება; ქუთაისში დაგეგმილია ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობის მშენებლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში პოლიციის ახალი შენობა გახსნა; ხოლო სოფელ გორისასთან - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სახაზო განყოფილების ახალი შენობა; გარემონტდა ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილების საყრდენი პუნქტი; დაწყო ქუთაისის პოლიციის პირველი განყოფილების რემონტი; მიმდინარეობს მომსახურების სააგენტოს საჩხერე-ამბროლაურის განყოფილების მშენებლობა; ჭიათურაში იგეგმება დაკავების ჯგუფის და ჭიათურის დაცვის პოლიციის განყოფილების შენობის აშენება; დაგეგმილია ხონის რაიონის პოლიციის სამმართველოს რეაბილიტაცია.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაარემონტა და მოაწყო იმერეთის პრობაციის ბიუროს ოფისი.
ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩატარდა ოკაცეს კანიონის საფეხმავლო ბილიკის რეკონსტრუქცია, ასევე, აშენდა სასტუმრო „წყალტუბო პლაზა" და სასტუმრო „ბაგრატის" ახალი კორპუსი.

კულტურის სამინისტრო გელათის მონასტრის რეაბილიტაციას ახორციელებს, ასევე, რეაბილიტირდა კაცხის სვეტისა და პერევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები; იწყება „მოდინახეს ციხისა" და ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაცია; სოფელ გეგუთში მიმდინარეობს „თამარის ციხის" რეაბილიტაცია; რეაბილიტირდა 32 კულტურის სახლი და 3 სამუსიკო სკოლა; სამხატვრო ინვენტარი გადაეცა ჭიათურის სამხატვრო სკოლას; კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა 17 მუსიკალური სკოლა; ვანის კულტურის სახლს გადაეცა განათების აპარატურა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაიწყო წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის სამუშაოები; წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი აღიჭურვება უეფა-ს სტანდარტებით; მოეწყო 16 მინი საფეხბურთო მოედანი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა თერჯოლის, ხონის, სამტრედიის, ბაღდათის, ვანის ცენტრალურ საფეხბურთო მოედნებს; 2013 წელს გაიხსნა ხარაგაულის სპორტის სასახლე; საჩხერე, ქუთაისი, ტყიბული და ზესტაფონი აღიჭურვა სპორტული ინვენტარით; იმერეთში ჩატარდა 14 საერთაშორისო ტურნირი სპორტის წამყვან ოლიმპიურ სახეობებში; 2015 წელს, პირველად იმერეთი და ქუთაისი მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს ფრენბურთში ახალგაზრდებს შორის; 18 სპორტსმენი იმერეთიდან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა; ასევე, დაგეგმილია წყალტუბოში, საჩხერეში და სამტრედიაში ქუჩის სავარჯიშოების მოწყობა.