საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა
2016-05-12 მსოფლიო ლიდერები ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და კორუფციის აღმოფხვრის მექანიზმებზე მსჯელობენ - ლონდონში 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი მასპინძლობს. სამიტის ერთ-ერთი თემატური პანელის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს სიტყვით მიმართავს. სამიტზე იმყოფება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. სამიტში მონაწილე ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|