საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას მიესალმება
2016-05-12 მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც თვისობრივად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ვფიქრობთ, შედეგად მივიღებთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მნიშვნელოვან დაჩქარებას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას. პრემიერის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 3%-მდე ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადააფასა და 3,4%-მდე აწია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|