საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ–მინისტრი 26 მაისის ღონისძიების შესახებ

2016-05-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და 26 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ძალიან კარგად ჩატარდა ღონისძიებები და ეს იყო მართლაც საერთო სახალხო დღესასწაული. ეს არ ყოფილა დღესასწაული მხოლოდ მთავრობისთვის და მთავრობის სტუმრებისთვის. ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ასი ათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოსული, გაღიმებული სახეებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს და მთლიანად მთავრობის გუნდს, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა ამ წარმატების მისაღწევად. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს სიხარული“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური