საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერმა მინისტრთა კაბინეტს ალექსანდრე ჯეჯელავა წარუდგინა

2016-06-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა განათლების ახალ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავაზე საუბრით დაიწყო.

მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტს ახალი წევრი წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„სანდრო ჯეჯელავა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შემომატება ჩვენი გუნდისთვის, ის არის ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური ადამიანი და მინდა, ყველა თქვენგანმა იგულოთ იგი, როგორც თანამებრძოლი და თანამოაზრე", - მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური