საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

2016-06-07

მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც გამვლელები და პოლიციელები ემსხვერპლნენ.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხსა და მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო.

სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში უდანაშაულო ადამიანების, სიცოცხლეს ბრძოლისა და ზემოქმედების იარაღად იყენებენ. მსოფლიო საზოგადოებას, ყველას ერთად მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად.

 

გიორგი კვირიკაშვილი