საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
209 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა
2016-06-13 საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ კიდევ 209 ოჯახს საცხოვრებელ ფართს მუდმივ საკუთრებაში გადასცემს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლიდან დღემდე, მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია თითქმის 12 ათასი ოჯახი.
|