საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

2016-06-22

მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნოე ჟორდანიას ქალიშვილის, ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო.

ნათელა ჟორდანიამ მშობლებთან ერთად სამი წლისამ დატოვა საქართველო, და მიუხედავად ამისა, არასოდეს განელებია სამშობლოს სიყვარული და არ შეუწყვეტია მასზე ზრუნვა. ის მშობლების ღირსეული მემკვიდრე იყო.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ნათელა ჟორდანიას ოჯახსა და ახლობლებს, ქართული ემიგრაციის შთამომავლებს.

გიორგი კვირიკაშვილი