საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
71 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები გადაეცემა
2016-06-23 ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2005-2009 წლებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული სახლების დაკანონების მეორე ეტაპი დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 71 ეკომიგრანტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. „71 ეკომიგრანტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. ეს არის კახეთის რეგიონში - 44 სახლი და მიწის ნაკვეთი და ქვემო ქართლის რეგიონში - 27 სახლი მიწის ნაკვეთით. უკვე მიმდინარე წელს 302 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით., რაც ვფიქრობთ, რომ მისასალმებელია, ვინაიდან ეკომიგრანტების პრობლემა საკმაოდ მძიმეა ჩვენს ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები," - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|