საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

2016-06-30

მწუხარებას გამოვთქვამ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
სულხან მოლაშვილის გარდაცვალებამ საზოგადოების დიდი გულისტკივილი გამოიწვია.მისი ცხოვრება და გარდაცვალება ტრაგიკული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიწიროს ძალადობრივმა სისტემამ ადამიანი. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული.

გიორგი კვირიკაშვილი