საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება
2016-07-13 დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი განმარტებით, დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ტარდება, რომელსაც უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|