საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
დიდი ლილოს დასახლებაში მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმო გაიხსნება
2016-07-13 70 ადამიანი დასაქმდება მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი" 700 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, კომპანია ახალ საწარმოში ასევე 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|