საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

დახვედრის ოფიციალური ცერემონია

2016-07-19

ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს თურქი კოლეგა ბინალი ილდირიმი ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

ჩანქაიას სასახლეში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციების წევრები წარუდგინეს.

დღესვე, ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება და ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს. მთავრობის მეთაურები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური