საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა „დებედა ჰესი“ დაათვალიერა
2016-08-20 4 მლნ 200 ათას დოლარამდე ინვესტიცია ქვემო ქართლში - მარნეულის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული "დებედა ჰესი" დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დაათვალიერეს. ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია პრემიერს ინვესტორი კომპანია „ჰიდროლეას" მმართველმა პარტნიორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ მიაწოდა „დებედა ჰესის" დადგმული სიმძლავრე 3,1 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება - 14 მლნ კილოვატ/საათი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|