საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის კომენტარი
2016-08-20 გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა. გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, მასწავლებლები ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|