საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა პროფესორ ერიკ რეინერტთან

2016-08-24

1

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცნობილ ეკონომისტს, ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვან მკვლევარს, ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ერიკ რეინერტს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის სწრაფი განვითარების სამთავრობო გეგმას, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება მოიცავს ეკონომიკურ რეფორმებს. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ერიკ რეინერტს გააჩნია.

პროფესორმა ერიკ რეინერტმა გიორგი კვირიკაშვილს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა და საჩუქრად ბოლო ნაშრომი გადასცა.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური