საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გერმანიის ელჩთან

2016-08-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა გერმანელ დიპლომატს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ბეტინა კადენბახს, რომელიც საქართველოში გერმანიის ფედერაციული ელჩის თანამდებობაზე 2015 წლის 15 ივლისს დაინიშნა, მისიის ვადა ეწურება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური