საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერი საქართველოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავს

2016-08-28

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთელს საქართველოს ღვთისმშობლის მიძინების უდიდეს დღესასწაულს ულოცავს.
მთავრობის მეთაური სიონის საკათედრო ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
"მინდა, ყველას ვუსურვო, ღვთისმშობელი ყოფილიყოს საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღის შემწე და დამხმარე. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ, დიდი სიყვარული უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის ჩვენს წინაშე, ღირსეულად ვუპასუხოთ - სიყვარულით და მშვიდობიანად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური