საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის კომენტარი
2016-08-28 მე არ მაქვს უფლება, კიდევ გავაკეთო პოლიტიკური კომენტარები, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც არარეალისტურ მონათხრობს ჰგავს, სხვას ვერაფერს ვიტყვი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|