საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან
2016-09-05 სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა. საუბრის დასაწყისში სომხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა საქართველო-სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზეც ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|