საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო

2016-09-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. სხდომის დღის წესრიგში 2017 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები იყო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური