საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო

2016-12-07

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელი გულით თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, პაკისტანელ ხალხსა და მთავრობას მომხდარის გამო. გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში.

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი