საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერი საქართველოს, UNESCO-ს მიერ, მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს
2016-12-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს, UNESCO-ს მიერ, მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს, - როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ამჟამად, ამგვარი სტატუსის მხოლოდ 10 ობიექტია. პრემიერის განცხადებით, 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანი UNESCO-ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარების კუთხით. „მიმდინარე წლის ივლისში მცხეთის ისტორიული ძეგლები ამოღებულ იქნა UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან და ძირითად ნუსხაში დაბრუნდა. ასევე, 30 ნოემბერს, UNESCO-მ ქართულ ანბანს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, რაც ასევე არა მხოლოდ ჩვენი ანბანის, არამედ ქართული კულტურის, ისტორიისა და იდენტობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება გახლავთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას", - განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|