საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან
2016-12-14 ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. სამუშაო სადილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრნენ. დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ფინალურ ფაზაზე გადასვლა მიულოცეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ელჩებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |