საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2016 წლის 28 ივლისის მთავრობის სხდომა
2016-07-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიცირებას გაივლიან, ვინაიდან აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდება მიწის რეგისტრაციის ხელშემშლელი ფაქტორი. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობა იწყება. პროექტის ჯამური მოცულობა 65 მლნ აშშ დოლარია. კანადური და სლოვაკური ინვესტიციით, მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდება. მშენებლობაზე 1 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სპორტულ ობიექტებზე სამუშაო ადგილები გაჩნდება. სპორტული კომპლექსები თბილისსა და რეგიონებში აშენდება. C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები წარადგინა სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გასული წლის აპრილიდან დღემდე, პროექტში 14ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, 5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და 92 პროცენტი სრულად განიკურნა, რაც ძალიან მაღალი წარმატების პროცენტია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|