საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2016 წლის 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
2016-10-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი გარდა ამისა, იწყება პროცესი, რომელსაც 24 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ელოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 54 დევნილ ოჯახს, რომლებსაც თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე საკუთრებაში აქვთ გადაცემული საცხოვრებელი ფართები, მათ მიერვე შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც, მათ შორის - სხვენები, სარდაფები და ა.შ და და ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე, მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა დამატებით 11 გადამხდელს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას, ადიგენის, დმანისის, მესტიის, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ეწევიან. აღნიშნული საწარმოების საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა, მარცვლეული კულტურის მოყვანა, პურის ნაწარმის ცხობა-რეალიზაცია, რძის წარმოება-გადამუშავება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება, მერქნის გადამუშავება, სამშენებლო მასალის წარმოება, მევენახეობა და სხვა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |