საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში
2017-01-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო. საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ღვთისმსახურების დაწყებამდე, სამების ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.
|