საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის გზის საპროექტო სამუშაოებს შეისყიდის
2017-01-11 საქართველოს მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას იწყებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესაბამისად, სივრცითი მოწყობის გეგმის ფარგლებში, ოთხი წლის განმავლობაში, 800 კილომეტრი გზის დაგება იგეგმება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|