საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

2017-01-16

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ყირგიზეთში, ქ. ბიშკეკთან მდებარე აეროპორტის მახლობლად თურქეთის ავიაკომპანიის კუთვნილი სატვირთო ავიალაინერის საცხოვრებელ სახლებზე ჩამოვარდნის გამო, რამაც ათეულობით ადგილობრივი მაცხოვრებლის, მათ შორის ბავშვების და ასევე ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობარ ყირგიზ და თურქ ხალხს, მათ მთავრობებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი