საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა კომპანია Ginkgo Bioworks-თან
2017-01-19 დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია "Ginkgo Bioworks"-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეისონ კელის შეხვდა. საუბარი შეეხო ბიოტექნოლოგიების სფეროში საქართველოს პოტენციალს და საქართველოში კომპანია "Ginkgo Bioworks"-ის საქმიანობის გაფართოების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|