საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გასეირნება ბრიუსელის ქუჩებში
2017-03-29 ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საქართველოს დელეგაციის წევრ ახალგაზრდებთან ერთად ბრიუსელის ქუჩებში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაისეირნა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიანტები, "სტარტაპ საქართველოს" მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინასებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე წარმატებული სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|