საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
2017-04-21 უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. უნგრეთის მთავრობის მეთაური, მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა მეუღლემ, მაკა ცინაძემ გააცილეს.
|