საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის
2017-04-25 საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, - კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია ძირითადად სუბსიდირებადი დარგია და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები, რათა შიდა მიმოსვლა მაქსიმალურად გამარტივდეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ. „ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს. მოგეხსენებათ, ზოგიერთ ქვეყანაში დღეს ძალიან გავრცელებულია მზის ელექტროსადგურის სასახურავე პანელები და ამ პანელების წახალისება გვინდა. ამ მიმართულებით, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები კოორდინირებულად მუშაობენ. ჩვენ გვსურს, არამარტო ეს საგადასახადო სტიმული გვქონდეს, არამედ - გარკვეული დაფინანსების მექანიზმებიც, რათა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის იერსახის დაცვა, ამ ტიპის მიკროელეტროსადგურების ინოვაცია გამოვიყენოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება იგეგმება და ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობის განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|