საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
დახვედრის ოფიციალური ცერემონია
2017-05-23 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. თურქეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს. თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ; იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი; ეკონომიკის მინისტრი ნიჰად ზეიბექჩი; თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი; სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი ფარუქ ჩელიქი; საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ბიულენთ თუფენქჩი; ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეთ არსლანი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|