საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი

2017-05-25

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ვფიქრობთ, სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნისთვის ძალიან დიდი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე  ყველას წინასწარ მიულოცა.

„ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ვამაყობთ, რომ დღეს სწორი მიმართულებით მიდის. ვფიქრობთ, ვექტორი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად მიყვება, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გაწირა და ყველაზე სანუკვარი, რაც ჰქონდა, თავის სამშობლოს შესწირა. ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური