საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის კომენტარი
2017-08-22 ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თურქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი, სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან და ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან, ტექნიკა არის მობილიზებული ხელოვნური წყალსაცავების გასაკეთებლად და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|