საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საგანგებო შტაბში მივიდა
2017-08-24 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდა. უწმინდესმა და უნეტარესმა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი გადაიხადა და მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები, მეტყევეები დალოცა. უწმინდესის თქმით, ის რაც ბორჯომში ხდება არ არის ეროვნული ტრაგედია, ეს არის მოვლენა, რომელიც ყველგან ხდება და მასთან ბრძოლა ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|