საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერმა თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო
2017-08-30 პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა ასევე დაათვალიერა სულიერების მეჩეთი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |