საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა
2017-09-07 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილები საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში მიიღებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლიდან მოყოლებული, მუდმივი საცხოვრებლით 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|