საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ბინა საკუთრებაში კიდევ 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა
2017-09-13 16 სექტემბერს, ქუთაისში კიდევ 429 დევნილ ოჯახს - დაახლოებით 1 500 დევნილ მოქალაქეს ბინა საკუთრებაში გადაეცემა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა და 2018 წელს კიდევ 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|