საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან

2017-11-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, რობერტო მონტელას შეხვდა.

საუბარი საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს შეეხო.

შეხვედრას, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური