საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გორში ახალაშენებულ 8 კორპუსში 445 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
2017-12-28 დღეს არ არის პრემიერ-მინისტრის და პოლიტიკოსების გამოსვლის დღე, დღეს არის თქვენი დღესასწაული. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს, გილოცავთ ამ ძალიან დიდ ბედნიერებას. მეც, თითოეულ თქვენგანთან ერთად, ამ ბავშვებთან ერთად, რომელთა ბედნიერ სახეებსაც ვუყურებ, ბედნიერი ვარ. გორში, ახალაშენებულ 8 კორპუსში, დღეს, 445 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დევნილი პედაგოგის, მედეა მაკრახიძის ოჯახს, სამოთახიანი ბინის გასაღები გადასცა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|