საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2017 წლის 6 აპრილის მთავრობის სხდომა
2017-04-06 2017 წლის 6 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - "გიორგი გახარიასთვის „ერთი მხრივ ინდოეთის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკურიმიზანშეწონილობის თაობაზე ერთობლივი კვლევის განხორციელების შესახებ" ერთობლივი განცხადების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე." საქართველოს მთავრობა იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომლის მიზანია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ინდოეთის რესპუბლიკასთან. ინდოეთთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია მიაწოდონ 1.3 მილიარდიან ბაზარს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|