საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2017 წლის 22 ივნისის მთავრობის სხდომა
2017-06-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი პროექტის თანახმად, ინერგება წამახალისებელი მექანიზმი ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით; ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ ჯარიმას ამ პერიოდის განმავლობაში გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. გარდა ამისა, პროექტი ასევე ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს, რომელიც სამართალდამრღვევს აღარ აძლევს შესაძლებლობას, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |