საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო
2018-03-02 საქართველოს მთავრობის მეთაური მემორიალურ კომპლექს „წიწერნაკაბერდ"-ში იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |