საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი
2018-03-06 დღეს საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი. ეს საექსპერტო ჯგუფი შეაფასებს მთის კურორტების დღევანდელ მდგომარეობას, დადებს სურათს, თუ რა მიმართულებებით გვინდა განვითარება და ამ შეფასებაზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, მოვემზადებით ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ საქართველოში 2030 წლისთვის ჩატარდეს ზამთრის სპორტული ოლიმპიადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|