საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის კომენტარი

2018-03-08

დამერწმუნეთ, ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ჩართული ვართ კომუნიკაციაში, ძალიან გვინდა, რომ მალე მოხდეს ეს ამბავი - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

მთავრობის მეთაურმა მედიასთან კომენტარი ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშილი ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას საფრთხე არ ემუქრება.

„ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე, რათქმაუნდა, თუ ჩენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უდიდესი სიკეთე,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტმა.