საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის პოზიციაზე დამტკიცება მიულოცა

2018-03-14

გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის პოზიციაზე დამტკიცებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ლიდერობით გერმანია და ევროკავშირი გააგრძელებს წარმატებულ განვითარებას.
საქართველო მუდმივად გრძნობს და აფასებს გერმანიის განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში, რაშიც დიდი წვლილი პირადად კანცლერ მერკელს მიუძღვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების 200-წლიანი მეგობრობა, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება.
გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი