საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მაღალი რანგის სტუმრების დახვედრის ოფიციალური ცერემონია
2018-05-26 საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოწვეული სახელმწიფოების მეთაურებისა და მაღალი რანგის სტუმრების პატივსაცემად, დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში საპატიო სტუმრებმა ფოტოგამოფენა - ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|