საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ
2018-07-26 რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვთ და მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. „ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ჯანდაცვის სერვისი მოსახლეობას მივაწოდოთ უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|